შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობა დროებით შეჩერებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.

აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS – ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.

შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის.

Back to top button