ახალციხეში სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მინიმოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, სოფელ სხვილისში და ქალაქ ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე და რუსთაველის ქუჩა  №125-ში, ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების მშენებლობა დასრულებულია. აღნიშნულ დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები უკვე სარგებლობენ თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურით.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფლებში სვირში, მინაძეში, ელიაწმინდაში, აწყურში, ღრელში, ზიკილიასა და მეორე შახტის დასახლებაში.

Back to top button