ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვასილ გველესიანმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცენტრალური ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე დავიწყეთ შეხვედრები. პირველი შეხვედრა საყავრიის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ გიორგი კაკოიშვილთან ერთად.

ბოლო წლების განმავლობაში საყავრიის ტერიტორიაზე ბევრი მნიშნელოვანი პროქტი განხორციელდა. სრულადაა მოწესრიგებული წყალმომარაგება და საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პირველ საჯარო სკოლას, ლაღიძის ქუჩაზე რეაბილიტირდა სპორტული მოედანი. დაგეგმილია ჭავჭავაძისა და მერჩულის ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.

მოსახლეობა მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი კაკოიშვილს, მისი დეპუტატობის პერიოდში განხორციელებული პროექტებისათვის და უდიდეს იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ის უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს.

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდო მოსახლეობის ჩართულობა, რადგან თითოეული პროექტი დაიგეგმოს და განხორციელდეს მოსახლეობის სურვილისამებრ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

Back to top button