კორეის რესპუბლიკის ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ტვიტერის ოფიციალური გვერდი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კორეის რესპუბლიკის ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ტვიტერის ოფიციალური გვერდი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

“კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მოლაპარაკება გამართა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებას,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Back to top button