საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის აჯიბადემის საერთაშორისო ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალს Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S. შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S კლინიკის გენერალური დირექტორის მოადგილემ რასიმ ტოპუზმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებას. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალისა და ჯანდაცვის პერსონალის მოკლევადიანი ტრენინგების ორგანიზებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავებაც.

Back to top button