კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს რუსთავის აკაკი წერეთლის სახელობის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებისთვის საჯარისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ ცენტრის სტრუქტურის, ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო სკოლის ექიმებმა და პირადმა შემადგენლობამ მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს და „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
აღნიშნული ვიზიტი მოსწავლეებისთვის სკოლებში მიმდინარე პროექტის “თავდაცვა და უსაფრთხოების” ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანს სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.