გიგი თევზაძე: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო

ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის, – ამის შესახებ ილიაუნის ლექტორი, გიგი თევზაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დამტკიცებულია, რომ ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო, ამიტომ ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით, საზოგადოება მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს ასრულებს.

“ისევ ტრადიციების შესახებ: ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის: ადამიანის ძალიან ძველი ქცევის რიტულიზაციაა: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო (დამტკიცებულია). ამიტომ, ქელეხით და სასაფლაოზე სმა&ჭამით ასრულებთ მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს. სულებს რომ სასაფლაოზე არაფერი ესაქმებათ, ქრისტიანობის მიხედვით, ეგ ხომ ისედაც იცით” – წერს თევზაძე Facebook-ზე.

Back to top button