საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა.
„ჩვენ დავკარგეთ 32 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში, გვყავს ასობით დაჭრილი და რომ არ მიგვეღო მისიის დატოვების დროულად გადაწყვეტილება, პრობლემა შეიქმნებოდა“, – აღნიშნა მან.
„ბოლო საათები იყო ფაქტობრივად, სანამ იქ დაისადგურებდა ანარქია და ჩვენ მოვახერხეთ და დავეხმარეთ მათაც კი, მისიის დატოვებაში. ცენტრალური აფრიკის შემთხვევაში, ევროკავშირის მისიაში ჩვენ 2014 წლიდან ვმონაწილეობთ, წელს იწურებოდა ჩვენი მისიის ვადა, სექტემბერში და ფრანგებმა, რომელიც იყო ხელმძღვანელი ამ მისიის და ჩვენ ფაქტობრივად მათი ფრთის ქვეშ ვიყავით, დატოვეს მისია. გაზრდილი რისკები, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს არ დავაყენებთ რისკის ქვეშ და ყოველთვის მივიღებთ ქვეყნის ინტერესის დაცვის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოგისტიკური ხარჯების მიმართულებით რამდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენი მხრივ არაგონივრული ნაბიჯი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, რამდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოგისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.