დღეს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის ბაზას ვესტუმრეთ. საინტერესო მსჯელობა გვქონდა თავდაცვის კოდექსის პროექტზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.
“ბევრი რამ გაიგეს თანამედროვე ქართული ჯარის წვრთნის, შეიარაღების და სოციალური პროგრამების შესახებ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამინისტროს და ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობას, ოფიცრებს, ჯარისკაცებს, ყველას ვინც ესოდენ საინტერესო დღე აჩუქა ახალგაზრდებს!” – წერს ვოლსკი.