საქართველოს თავდაცვის მინისტრი უფლისციხეში თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზუნველყოფის სარდლობის ბაზაზე იმყოფებოდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა ახლად გარემონტებული ყაზარმა დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა და ნატოს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
კაპიტალური რემონტი ჩატარდა ბაზაზე მდებარე სასადილოში და შტაბში,სადაც ახალი ინვენტარი განთავსდა. შეიღება შენობების ფასადები, გამოიცვალა სახურავი,განახლდა სველი წერტილები და ელექტრო სისტემა.ასევე, გამწვანდა და კეთილმოეწყო ბაზის გარე ტერიტორიაც. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება.
აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით 250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.