საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოქალაქ ოზურგეთში წარმოდგენილია კონცეფციით- „საქართველო ღვინის სამშობლო“.
ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთადეცნობა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ღვინის კომპანიებს.
ღონისძიებაში 10-მდე ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს; მოწყობილიაე.წ. „სომელიეს კუთხე“, სადაც პროფესიული დეგუსტაცია ტარდება; წარმოდგენილია ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური და საინფორმაციო მასალა, მათ შორის, გურიის რეგიონის ღვინისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება;
ქალაქის ცენტრში მოწყობილ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოწყობილია გასართობ-შემეცნებითი სივრცე, იმართება საბავშვო კონცერტები.
ღონისძიება დღის ბოლოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოიერვერკით“ დასრულდება.
გურიის რეგიონი კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ღვინოებით არის ცნობილი. გურია სახელოვანი ჩხავერის სამშობლოა. რეგიონის ისტორიული ჯიშებიდან ასევე, აღსანიშნავია: ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ზენათური, საკმიელა, თუმცა დღეს გურიაში ყველაზე გავრცელებული ჯიში მაინც ცოლიკოურია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მცხეთაში, ქუთაისსა და ოზურგეთში წარმოადგენს.