ჯუანშერ ბურჭულაძე EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM ) ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.

Back to top button