
დასრულდა თბილისის წიგნის რიგით 25-ე საერთაშორისო ფესტივალი.
ფესტივალზე მოსულ სტუმარს 4 დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებს.
გარდა ამისა ჩატარდა შეხვედრა მკითხველებთან.
საზოგადოებას ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნები წარუდგინეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ცენტრის საგამომცემლო სამსახურის ხელმძღვანელმა ლანა გრძელიშვილმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა თამარ ოთხმეზურმა, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელმა ექვთიმე კოჭლამზაშვილმა, ისტორიკოსმა ავთანდილ უჯმაჯურიძემ, ფილოლოგიის დოქტორმა გიორგი კალანდაძემ.
წარმოდგენილ წიგნებს შორის იყო: მრავალთავი, სერგიგორგაძე, თხზულებანი – 2, გაბრიელ მცირის მიერ შედგენილი კრებული „გჳრგჳნი“, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, XII , XIII, ალმანახი „ჯავახიანი“ – 3.