
საქართველოს ბანკი, როგორც ინოვაციური ბანკიციფრულ პროდუქტებში, ბიზნესის ინტერესებზემორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკი მომხმარებელს ახალ პლატფორმას – ბიზნეს მენეჯერს სთავაზობს, რომელიც თვითმომსახურების ხელსაწყოებს აერთიანებს.
ბიზნეს მენეჯერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროდუქტები ჰარმონიულად მართოს და საკუთარი ბიზნესის დირიჟორითავად გახდეს.
პლატფორმა სამ მნიშვნელოვან პროდუქტსა ერთიანებს. ესენია: გადახდების მენეჯერი, API მენეჯერიდა Ads მენეჯერი.
Ads მენეჯერი ახალი პროდუქტია, რომელიც ბიზნესსმომხმარებელთანეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში ეხმარება. კონკრეტულად კი, შესაძლებლობას აძლევს, მარტივად, სრულიად ციფრულად შექმნასშეთავაზებები, შეარჩიოს ზუსტი სამიზნე აუდიტორია და მისწვდეს საქართველოს ბანკის 1200 000- ზე მეტციფრულმომხმარებელს.
ასევე, პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია, შეთავაზების შექმნის მომენტიდან თვალი ადევნოს განხორციელებული ინიციატივის ეფექტურობას რეალურ დროშიდა ნახოს შეთავაზების შედეგის დეტალური რეპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლატფორმა ბიზნესს აწვდის მომხმარებლის ანალიტიკას, მათ შორის დეტალურ ინფორმაციას ახალი, აქტიური და პასიური მომხმარებლის რაოდენობისა და დემოგრაფიული მონაცემების – მომხმარებლის ასაკის, სქესის, ადგილმდებარეობის, ინტერესებისა და ქცევის შესახებ.
გადახდების მენეჯერი გადახდების მეთოდების (საბარათე; განვადებით; ნაწილ- ნაწილ, BOG ავტორიზაციით და Google Pay-თ გადახდა)ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობას იძლევა. უფრო კონკრეტულად კი, მისი მეშვეობით ბიზნესები საქართველოს ბანკის ონლაინ და ოფლაინ არხებით მიღებული გადახდების სრულიად დამოუკიდებლად მართვას ახორციელებენ. გადახდების მენეჯერი ასევე იძლევა ანგარიშსწორების სწრაფი წარმოებისა დასერვისებზე მეტი ინფორმაციის, ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას. ფუნქციონალის უპირატესობას წარმოადგენსისიც, რომ ის ბიზნესისთვის ამარტივებს ისეთ საოპერაციო პროცესებს, როგორიცაა თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება და ა.შ. ასევე, პლატფორმის მეშვეობით ბიზნესს აქვს საშუალება, თვალი ადევნოს ტრანზაქციულ ანალიტიკას, მაგალითად: გადახდის რომელი მეთოდია მისთვის მომგებიანი და ეფექტური. ბიზნესს ასევეეძლევა წვდომა ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ტიპის ბარათებით ხდება უმეტესწილად გადახდა, რის საფუძველზეც შეუძლიაგაიგოს ვინ არის მისი მომხმარებელი, სწორად შეარჩიოს სამიზნე აუდიტორია, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და განავითაროს საკუთარი ბიზნესი სწორი მიმართულებით.
API მენეჯერი ერთ სივრცეში აერთიანებსყველა API სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის პარტნიორი ციფრული ბიზნესებისათვის. უფრო კონკრეტულად კი მომხმარებელს აძლევს წვდომას ბიზნეს ინტერნეტბანკის, ღია ბანკინგის და BOG ID -ისAPI სერვისებზე, რომლებიც ბიზნესებისთვის ქმნის შესაძლებლობას, საკუთარ ციფრულ პლატფორმებსა თუ პროგრამულ უზრუნველყოფებში, საბანკო ფუნქციონალი მარტივად ჩააშენოს.
„საქართველოს ბანკი მუდმივად აკვირდება ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებს, რათა მათ სწორედ ის პროდუქტი და სერვისი, იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამიტომ, შევქმენით ბიზნეს მენეჯერი, რომელიც სამ მიმართულებას აერთიანებს. ახალი, ინოვაციური პლატფორმა ბიზნესაძლევს შესაძლებლობას, მარტივად მართოს და ისარგებლოს საქართველოს ბანკის მიერ შეთავაზებული, მისთვის სასურველი პროდუქტებითა თუ სერვისებით,მისწვდეს უფრო დიდ აუდიტორიას, უკეთესად გაიგოს თუ ვინაა მისი მომხმარებელი, ნახოს ანალიტიკა, რომლის გამოყენებითაც მარტივად შეძლებს დაინახოს თუ რა პოტენციალი აქვს ბიზნესს განვითარებისთვის და გახდეს საკუთარი ბიზნესის დირიჟორი“, – აღნიშნავსსაქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.