„ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ – განაცხადა ,,ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართული ოცნების” გუნდს და გორის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ განვლილი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა.
,,ცხოვრების ყველა ეტაპზე განსაკუთრებით ვაფასებდი იმ ფაქტს, რომ გორიდან ვიყავი. ამ ქალაქმა ბევრი რამ მომცა, მუდმივად ვცდილობდი, აქ მცხოვრები, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული, ბევრი გაჭირვებისა და სირთულის მნახველი ხალხი გამეხარებინა. ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ. ყოველდღიური შეხება მაქვს გორელებთან და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავდგათ ის გარდამტეხი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბუნებრივია, არის სირთულეები, თუმცა, ჩემი სპორტული კარიერა სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ სირთულეებში მუდმივად ვხედავდი შესაძლებლობებს და მათ დასაძლევად ბოლომდე ვიბრძოდი. ასე ვაპირებ პოლიტიკაშიც და მჯერა, ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წარმატების ახალ ისტორიას დავწერთ.” განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ზაზა მათოშვილი, ბექა ლობჟანიძე, დავით სარალიძე, მერაბ მელანაშვილი, მამუკა ბაზანდარაშვილი, ასმათ ტალახაძე, იოსებ მუმლაძე, ჯაბა იმერლიშვილი, ბორის გოგიჩაიშვილი, კობა ბერიანიძე, გიორგი შიოშვილი, მანუჩარ ლაფაჩი.