კასპში კალათბურთის (3 X 3) მუნიციპალური ტურნირი გაიმართა

„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023 “ – ის ფარგლებში კასპში კალათბურთის (3 X 3) მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებულია: კასპის “იზიმანი” – შემადგენლობა: ტარიელ თაბუაშვილი, ნოდარ ხუციშვილი და ალექსი ვარდოშვილი, რომლებმაც შემდგომ ეტაპზე რეგიონულ პირველობის ასპარეზობის საგზური მოიპოვეს.

მეორე ადგილზე გავიდა: კასპის “მგლები”, რომლის წევრთა სამეული ასეთია: ლაშა მამულაშვილი, ლუკა ხორგუაშვილი და საბა დაბრუნდაშვილი.

მესამე საპრიზო ადგილი კი “კასპერსის” გუნდის კალათბურთელებმა მოიპოვეს: ტატო მეშველაშვილი, ლევან გეჯაძე და ვახტანგ ჩხეიძე.

გამარჯვებული გუნდები და მოთამაშეები თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023 “ -ის მიზანი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

Back to top button