ეკა სეფაშვილი: დარწმუნებული ვარ, ბუნდესტაგის თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ინფორმაციით დაბრუნდება გერმანიაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას

„გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ნიშნავს ამ ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან მან ჩვენი ქვეყნის ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სიტყვა უნდა თქვას ევროპულ საბჭოში.

„გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში ნიშნავს ამ ქვეყნის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ. პირადად უნდა დარწმუნდეს საქართველოში არსებულ ვითარებაში, პირადად ნახოს ინსტიტუციები, რეფორმები. დარწმუნებული ვარ, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით დაბრუნდება თავის ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართ დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Back to top button