კასპში აქცია – “გახდი დონორი გადაარჩინე სიცოცხლე” ჩატარდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში სისხლის ბანკის “სიცოცხლე”-ს მიერ, სისხლის გაღების აქცია გაიმართა.

აქციაში რიგითი მოქალაქეების გარდა აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

10 წლიანი გამოცდილების მქონე კლინიკა “ჯერარსის” ტრამვატოლოგია-ორთოპედიის განყოფილების გამგემ სოსო რევაზიშვილმა დონორებს უფასო კონსულტაცია გაუწია.

სისხლის ბანკი “სიცოცხლე” ეხმარება ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა მწვავე ონკოლოგიურ დაავადებას ან აქვთ სისხლის გადაუდებელი საჭიროება.

Back to top button