ლანჩხუთის სოფელ ნიგვზიანში შიდა გზა მოასფალტდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში შიდა გზა მოასფალტდა.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

სამუშაოები შპს ,,ახალმა გზამ” შეასრულა.

სოფელ ნიგვზიანში ჩატარებული სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე თორნიკე ტიკაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, ამავე სოფლის მაჟორიტარმა, ბესიკ ტაბიძემ მოინახულეს.

Back to top button