შპს „ეკე 2009-ში” აღებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფებმა შპს „ეკე 2009-ში” არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სააგენტოს ზედამხედველობით ჩატარდა ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშების კვლევა პათოგენური მიკროორგანიზმის – Listeria monocytogenes შემცველობაზე. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „ეკე 2009″ შპს „ათინათის” (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან აღებულ კარაქის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმის Listeria monocytogenes გამოვლენის შემდეგ (https://nfa.gov.ge/Ge/News/Details/465), მიკვლევადობის პრინციპის გათვალისწინებით, არაგეგმურად შეამოწმეს.

Back to top button