ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2.5 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხობი-ენგურის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სოფელ დიდნეძშიხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2.5 კილომეტრი   სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 35 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

Back to top button