კასპის სოფელ თელადგორში შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.

წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თელადგორში შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

1 526 გრძივი მეტრი გზის სამუშაოს ი/მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 35 861 ლარია.

სამუშაო ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Back to top button