Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიუტუაციური საველე შეკრება გამართეს

ჩრდილოეთ უელსში ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ სამხედრო შეჯიბრებაში Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეების შესარჩევად საქართველოს თავდაცვის ძალებმა სიტუაციური საველე შეკრება „მსტოვარი 2023“ ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი სწავლების მიზანი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობიდან მოვლენილი დაზვერვის ქვედანაყოფების მომზადების დონის შემოწმება, საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, სტანდარტული პროცედურების დახვეწა და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო.

მათივე ინფორმაციით, „მსტოვარი 2023“-ის სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენენ, ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან და სამხედრო შეჯიბრებაში Cambrian Patrol 2023-ში მიიღებენ მონაწილეობას.

„მსტოვარი 2023“-ის საჩვენებელი სწავლება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

საჩვენებელ სწავლებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა გამძლეობის შესამოწმებელი ის სავარჯიშოები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებაც მათ უელსის მთიან რელიეფზე მოუწევთ. წვრთნის დროს სამხედროებმა პრაქტიკაში ახალი სადაზვერვო საშუალებებიც გამოცადეს, მათ შორის სადაზვერვო დრონები, ანტიდრონები, სკანერები, სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებები და შეჯავშნული ტაბლეტები.

„მსტოვარი 2023“-ის ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფებმა თეორიული და პრაქტიკული ეტაპები გაიარეს, რაც სადაზვერვო, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებას, რქბ დასნებოვნების პირობებში დაზვერვას, ტაქტიკურ უნარჩვევებზე დაკვრივებასა და შეფასებას და თვითგადარჩენას მოიცავდა.

Back to top button