გრიგოლ გიორგაძე თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროებითა და რეზერვისტებით დაკომპლექტებული რაგბის გუნდის ვარჯიშს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დაესწრნენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მათ მორაგბეები გაამხნევს და საფრანგეთში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

„რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი თავდაცვის ძალებს შორის საფრანგეთში 16 აგვისტოს გაიხსნება. გამარჯვებისთვის 12 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იასპარეზებენ“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button