ონის სოფელ გლოლაში, შოვის სტიქიის შედეგად, გარდაცვლილი ანსამბლ ,,ბუბას” სოლისტი გენადი სულთანიშვილი და სოფელ გლოლის მკვიდრი სოფო ბაკურაძე დაკრძალეს

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, 3 აგვისტოს შოვის სტიქიის შედეგად, გარდაცვლილი ფოლკლორული ანსამბლის ,,ბუბა” სოლისტი გენადი სულთანიშვილი და სოფელ გლოლის მკვიდრი სოფო ბაკურაძე დაკრძალეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სამოქალაქო პანაშვიდზე და გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს.
Back to top button