ქობულეთში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აჭყვას  მასივს აწესრიგებს.

სამუშაოების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 4 კილომეტრამდე  სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, შედეგად, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.

მიმდინარე  სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

Back to top button