კასპის 22 სოფელში გარე განათების ქსელი მოეწყობა

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარე განათების ქსელის მოწყობის და არსებულის გაფართოების სამუშაოები   22 სოფელში დაიგეგმა.

სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია,ზოგ სოფელში კი მიმდინარეობს. გარე განათების ქსელის მოწყობა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით  ხორციელდება.

ჩატარებული სამუშაოები ღამის საათებში  მოქალაქეების გზაზე გადაადგილების შესაძლებლობას გააუმჯობესებს.

Back to top button