საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეგა ჰოლდინგი“ ახალ საწარმოს აშენებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ პარტნიორობით, სამშენებლო მასალების  საწარმო გაიხსნება. პროექტის ჯამური ოდენობა 8 მილიონიევროა. ბანკის წილი კი 4,7 მილიონევროს შეადგენს.

საწარმო 50,000 კვ.მ. მიწის ფართობზე განთავსდება და სამშენებლო კომპანიებისთვის ღრუტანიანი ფილებისა და კედლების წარმოებას დაიწყებს.

„ჩვენი კომპანია – MEGA HOLDING, ბაზარზე ჯერ კიდევ 2021 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე რამდენიმე ბრენდით და ბიზნესმიმართულებითაა წარმოდგენილი. ესაა: MEGA PRODUCTION -სამშენებლო მასალების მწარმოებელი ბრენდია, MEGA DEVELOPMENT -უძრავი ქონების დეველოპერული მიმართულება და  MEGA CONSTRUCTION-ი, რომელიც  ჰოლდინგის სამშენებლო პროექტებს ახორციელებს. ახლა კი უკვე საწარმოსაც ვიმატებთ, რომელიც 2024 წელს,კერძო სახელის ასაშენებლად 100000კვ.მ. საფასადე(სამშრიანი დათბუნებით) და საკედლე პანელებისწარმოებას დაიწყებს. ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვართ, დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები და ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად გავაგრძელოთ მუდმივი განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ახალი პროექტების განხორციელება. ჩვენი წარმოებული ღრუტანიანი ფილებით უკვე ავაშენეთ 4 საცხოვრებელი ბლოკიდიდუბეში, გლდანშიახლახანს დავასრულეთ 2 საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა“,- განაცხადა ვაჟამანაშეროვმა, კომპანიის დირექტორმა.

„კომპანიამ საქმიანობა 2001 წელს  კასპსა და ზაჰესში,  ცემენტის, ბეტონის ბლოკების, ქვიშისა და ხრეშის წარმოებით დაიწყო. 2017 წელს კომპანიამ  კი თბილისში ანაკრები ბეტონის ქარხანა გახსნა. კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, როგორიცაა ქვიშა, ღორღი და ბეტონი, ასევე ანაკრები რკინაბეტონის ელემენტები. კომპანია დეველოპერულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე პროექტებით მეგა დიდუბე და მეგა გლდანი (ე.წ. Mega Construction). ორივე პროექტი მოიცავს 58000 კვ.მ ფართობის მშენებლობას. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2018 წლიდან ვახორციელებთ და ვცდილობთ, კლიენტთან ერთად  არ გვაჩერდეთ, განვვითარდეთ და ერთად ვიზრუნოთ სამშენებლო მასალების ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის, კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

Back to top button