ლანჩხუთს პოლონელი და ქართველი ბლოგერები ეწვივნენ

ტურის მიზანია ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობა და საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესება.
სტუმრებმა ჩოჩხათის კანიონი,  ორაგვის დედათა  მონასტერი და საოჯახო  მეურნეობები დაათვალიერეს.
-,,სტუმრები  სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს გაეცნენ.  ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა დაათვალიეროს ლანჩხუთის ღირშესანიშნავი ადგილები” – აღნიშნა ლანჩხუთის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
 პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG” (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი – CPC”, ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები, „I (პირველი) ბლოკი”, „პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი” (პოლონეთი).
Back to top button