ზურაბ ქადაგიძე: დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს “სამართლიანი” არ უწოდებია – უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს

“გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან – საბა ორბელიანის იგავი, “მაოხრებელი გზირი” მახსენდბოდა.” – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ კელი დეგნანი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

“გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან – საბა ორბელიანის იგავი, “მაოხრებელი გზირი” მახსენდბოდა.

მისი საუბრის ანალიზს არ ვაპირებ, ერთ პასაჟზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს “სამართლიანი” არ უწოდებია. ვერ მოედავები, მაგრამ ძაღლის თავი იცით სად არის დამარხული? უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს და არც აშშ – ს არჩევნებზე დაუწერია მსგავსი რამ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აწ უკვე ყოფილი ელჩი მსგავსი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გულდასაწყვეტია…” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Back to top button