ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ – ბექა ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევის 60 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ოდიშარია პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევიდან მე-60 წელი შეუსრულდა.

60 წელზე მეტია, ერთგულად და მთელი ძალისხმევით იღვწის მისი უწმინდესობა ჩვენი რწმენაში გაძლიერებისა და სულიერი სიმტკიცისათვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და აღდგენისათვის.

ვულოცავ ერის სულიერ მესაჭეს ამ მნიშვნელოვან თარიღს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს ქართველი ხალხის საიმედოდ“, – წერს ოდიშარია.

Back to top button