31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა

დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები გაიხსენეს. სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენიც მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა Agile Spirit 2023-ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სერტიფიკატები და კოინები გადაეცა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებიც ჩატარდა.

Back to top button