კასპის მუნიციპალიტეტი შეუერთდა კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“

კასპის მუნიციპალიტეტი შეუერთდა კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც  15, 16, 17 სექტემბერს ტარდება საქართველოში.

მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა და მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა კამპანიის ფარგლებში კასპში შემოსასვლელი ტერიტორია დაასუფთავეს.

საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება 2010 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით.

კასპის მუნიციპალიტეტი წლებია „დავასუფთაოთ მსოფლიო“-ს კამპანიაში სისტემატიურ მონაწილეობას ღებულობს.

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოს დაცვის ღონისძიებაა და მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ნარჩენების რუკების შედგენას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას.

ნარჩენების გატანა ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობა“-მ უზრუნველყო.

Back to top button