ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად სტიქიის ზონაში დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა,

რომლებიც სხვადასხვა სასტუმროში არიან განთავსებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამისთვის. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხო ადგილას განთავსება. ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის -აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.

ბოლო მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჯამში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 204 ოჯახი, სასტუმროებში კი -161.

Back to top button