ვინც ამ ქვეყანაში ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, დემოკრატია უზრუნველყო, ისინი რუსები არიან ამათი [ოპოზიციის] ლოგიკით. წამება, გაუპატიურება, გადასკოჩილი ხალხი, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების შეშინება, ტელეფონებს რომ თიშავდნენ საკუთარ სახლში, ეს ყველაფერი არის დემოკრატია და დასავლური – ამის შესხებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ ტრენდს ნერგავს და სამწუხაროდ, მცირე, მაგრამ რაღაც ნაწილი იჯერებს ამ ყველაფერს
„ნერგავენ ტრენდს, სარგებლობენ ამ ტრაგედიით, ტრაგედიიდან გამოწვეული პიარ კამპანიის სათავეებში არიან, ამ ყველაფერს კადრულობენ და საბოლოო ჯამში მაინც იქ მიდიან, ერთი მესიჯი რომ შემოაპარეს, იქაც რაღაცაში ჩააკვეხეს სიტყვა რუსული. ანუ, ვინც ამ ქვეყანაში ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, დემოკრატია უზრუნველყო, ესენი რუსები არიან ამათი [ოპოზიციის] ლოგიკით. წამება, გაუპატიურება, გადასკოჩილი ხალხი, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების შეშინება, ტელეფონებს რომ თიშავდნენ საკუთარ სახლში, ეს ყველაფერი არის დემოკრატია და დასავლური. ამ ტრენდს ნერგავენ და ამას აჯერებენ. სამწუხაროდ, მცირე, მაგრამ რაღაც ნაწილი იჯერებს ამ ყველაფერს. ეს არის მათი მიზანი, მაგრამ ეს მიზანი ვერ აღსრულდება, ქართული საზოგადოება ამას ვერ მიიღებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.