მებაჟეებმა სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 106 აბი ,,Methadone 40″ და 14 კაფსულა ,,Galara” (300 MG Pregabalin) აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

Back to top button