ორივე ლიდერმა ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ერებს შორის. – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციული და ემსახურება საქართველოს და აზერბაიჯანის დაახლოებასა და მეგობრობის გაძლიერებას.
„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას. უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ ამ მოწვევისთვის. მიხარია, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ვიმყოფები, თბილისთან ახლოს. ეს გარემო, რომელიც არის შექმნილი, ძალიან სასიამოვნოა. ჩემი საუბრის დროს ბატონ პრემიერთან აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერი კუთხე და ადგილი არის მშვენიერი. ეს არის ყველაზე დიდი აქტივი ხალხთან ერთად.
ორივე ლიდერმა ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციული. ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებასა და ჩვენი მეგობრობის გაძლიერებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად არსებობენ, ძალიან მეგობრული არის გარემო და ეს მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაც. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას მე და ბატონი პრემიერი. მადლობას გიხდით ჩვენი ეროვნული ლიდერის, ბატონი ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარისა და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდა ძალიან ძლიერი მეგობრობა. საბჭოთა პერიოდში ურთიერთობა ჰქონდათ ძალიან თბილი. საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ჰქონდათ დიდი ძალისხმევა ჩადებული, რომ ქვეყნები, ერები დაეახლოვებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც. მათ ჰქონდათ გამბედაობა და შესაძლებლობა. ასევე, ჰქონდათ ძალიან ძლიერი ბმა მათ მიწასთან, მათ ერებთან. ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ეს იყო ბობოქარი პერიოდი და მათი ლიდერობა იყო გამორჩეული. ეს დაეხმარა აზერბაიჯანსა და საქართველოს გაეძლიერებინათ მათი დამოუკიდებლობა. მათი შრომისა და ძალისხმევის წყალობით დამოუკიდებელი საქართველო და დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს. კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ერები”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.