კასპში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელება გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელება.

ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თვაურებში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოსწორება – მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული გზის სამუშაოები  ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც ი/მეწარმე დავით კოშაძე აწარმოებს.

პროექტის განხორციელება,  უზრუნველყოფს მოსახლეობის მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით გადაადგილებას.

Back to top button