ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტზე: კიდევ ერთ “აფიორა”, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან; დარწმუნებული ვარ არცერთ დეტალი არ იცის

კიდევ ერთ “აფიორა”, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს და მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. დარწმუნებული ვარ არცერთი დეტალი არ იცის, არ იცის კონფიგურაცია ბაზების შესახებ, არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული რუსებთან და მესამე მხარესთანაც და უკვე მერამდენედ უტეხად იბრალებს იმას, რაც მას არ გაუკეთებია – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო და თავადაც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში.

“კიდევ ერთ “აფიორა”, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იძახის ეს გახლავთ, რომ თითქოს და მან გაიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოდან. საქმე კი სულ სხვანაირად არის. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც ამ პროცესების ერთერთი და არა ერთადერთი მონაწილე. საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო. შედგა ექსპერტთა ჯგუფები ორივე მხრიდან საქართველიდან და რუსეთიდან, რომლებიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. საქართველოდან ამ ჯგუფში გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან პრინციპოული დიპლომატები, სამხედრო კუთხით გახლდით მე, თქვენი მონა მორჩილი (ჩემს გარდა თითოჯერ მონაწილეობა მიიღო ერთმა გენერალმა და ერთმაც პოლკოვნიკმა).

საერთო კორდინაციას ჯგუფს უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბურდული (ღმერთმა გაანათლოს მისი სული), მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავჯდომარე ცხონებული რეზო ადამია. მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდა როგორც თბილისში ასევე მოსკოვში. 1999 წელს სტამბულში ჩატარდა ეუთო-ს სამიტი სადაც ფაქტიურად შეთანხმდა ყველაფერი და გაფორმდა პროტოკოლი და ხელმოწერილი იქნა დანართი (სხვათაშორის ჩვენ ჯგუფს, კიდევ დაემატა რამდენიმე დიპლომატი, სტამბულშიც ძალიან სერიოზული მუშაობა მოგვიწია).

შემდეგ უკვე დაიწყო პროცესი, ბაზების გაყვანის გრაფიკის შესახებ, რა სამხედრო ტექნიკა რჩებოდა და რა გადმოეცემიდა საქართველოს და ასე შემდეგ. ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელი მოეწერა უბრალოდ ბოლო დოკუმენტს.

თავი, რომ არ შეგაწყინოთ პირდაპირ გეტყვით ორ რამეს: თუ იცის ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს მცირე დეტალები(დაწვრლებით ცხადია არ დამიწერია), მაგალითად რამდენ ბაზის გაყვანაზე იყო საუბარი, როგორი კონფიგურაციით, რა რაოდენობის ტექნიკა იყო თითეულ ბაზაზე -თუნდაც ტანკი, რას ითხოვდნენ რუსები სანაცვლოდ, რომელ ქვეყანა თამაშობდა შუამავლის როლს და ასე შემდეგ …ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია, მიუხედავად იმისა რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები და გემოვნება გააჩნიათ, არა მგონია, რომელიმემ რუსების ბაზების შესახებ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ტყუილი იკადროს და ჩემი ნათქვამი არ დაადასტუროს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს დარწმუნებული ვარ არცერთ დეტალი არ იცის, არ იცის კონფიგურაცია ბაზების შესახებ, არ იცის იმ ადამიანების გვარები, რომლებიც ლამის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩართული რუსებთან და მესამე მხარესთანაც და უკვე მერამდენედ უტეხად იბრალებს იმას რაც მას არ გაუკეთებია. ისე თუ საჭირო გახდა ისეთ დეტალებს გავიხსენებ, რომელზეც წარმოდგენა სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არა აქვს, პრინციპში ვერც ექნება-ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე მისი როლი საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ მხოლოდ 1% გახლავთ!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Back to top button