თსუ-ში სტუდენტური კლუბი ,,ილია” დაარსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სტუდენტური კლუბი „ილია” დაარსდა, რომელიც აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს თსუ-ს სტუდენტებს.

სტუდენტური ინიციატივის მიზანია, თსუ-ს ბაზაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ორგანიზება. კლუბში გაწევრიანება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ.

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა: საჯარო ლექციები, სტუდენტური ექსპედიციები, სტუდენტური და საერთაშორისო კონფერენციები, ვორქშოფები და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები, საზაფხულო და ზამთრის თემატური სკოლები.

Back to top button