„აბრეშუმის გზის ფორუმი უნიკალური შესაძლებლობაა დავინახოთ, რომ საქართველო არ დგას მარტო, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილია და მნიშვნელოვან პლატფორმას უთმობს ადამიანებს შეიკრიბონ და ისაუბრონ ინოვაციებზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე,” – განაცხადა კომპანია Cardano Foundation – ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედერიკ გრეგაარდმა, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები, რადგან ის თავს უყრის სწორ ადამიანებს, სწორ პლატფორმაზე.
„ქართველი ხალხისთვის ფორუმს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება – ახალი სამუშაო ადგილები, ეკონომიკური სტაბილურობა, ახალი შესაძლებლობები. ეს ყველაფერი საქართველოს აძლევს საშუალებას, კარგი სამუშაო გარემო შექმნას და დაიმკვიდროს ადგილი გლობალურ რუკაზე” – განაცხადა კომპანია Cardano Foundation – ის აღმასრულებელმა დირექტორმა.