გორში სარწყავი არხების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში,  შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ქვემო ხვითის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებელი არხების  2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სოფელ ქვემო ხვითის 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

Back to top button