
კასპის მუნიციპალიტეტში სპორტულ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი შეემატება.
სოფელ სასირეთში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა დაწყებულია.
სპორტული მოედნის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და შპს „დანი ქონთრაქშენი“ ახორციელებს.
თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას, ახალgაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და დროის მიზნობრივ გამოყენებას.