მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამანევრო ასეულებმა, რეზერვის ამოცანების ფარგლებში, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მონაწილეობით ბლოკირების/ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს.
ოპერაციები მოიცავდა საბრძოლო მზადყოფნის ვარჯიშებით ტაქტიკურ გადაადგილებას, საბრძოლო პოზიციების დაკავებასა და ბრძოლის წარმოებას.
სწავლება ბატალიონის საბრძოლო დონის ამაღლებასა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის წევრების სინქრონიზებული მოქმედების დახვეწას ისახავდა მიზნად.