თავდაცვის სამინისტრო კერძო სექტორთან ინტენსიურ თანამშრომლობას აგრძელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისა და დაფასების პოლიტიკის ფარგლებში კერძო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს. ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
თავდაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კიდევ 11 ორგანიზაციასთან გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. მინისტრის მოადგილემ მათ ქართული ჯარის მხარდაჭერისა და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო თუ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში უფასო და შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობის მრავალფეროვან შესაძლებლობას აძლევს.
Back to top button