
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი” ააიპ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ “დინამოს” შესახებ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უახლოეს დღეებში გადასცემს.
როგორც სააგენტო “ნიუსპრესის” მთავარი რედაქტორი, ალექსანდრე ჩუბინიძე აცხადებს, სააგენტომ ააიპ-ში არსებული ქონებრივ-ფინანსური მდგომარეობის შესახებ კლუბის გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილის, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, ვარაზაშვილს კითხვებზე არასდროს უპასუხია.
სააგენტო “ნიუსპრესი” საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერმანენტულად მიაწვდის.