ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 9 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 9 ქუჩის (ხომერიკის, ურუშაძის, ვაჟა- ფშაველას, წერეთლის, ნათლისმცემლის, მშვიდობის, ჭანტურიას, გორგასლის და კოლეჯთან მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის ღირებულება 2 482 000 ლარია.

სამუშაოებს კომპანია ,,პალადა” ასრულებს.

გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად დაათვალიერა.

Back to top button