ლანჩხუთი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას შეუერთდა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საჯარო მოხელეებიც იღებდნენ.

„დღეს ჩვენ პერფორმანსით შევუერთდით მსოფლიოში გამართულ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, დავგმეთ ძალადობა და ჩვენი აქციით გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ” – განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ვერიკო კვირკველიამ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენცია.

 

Back to top button