წლის მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight ბრუნდება – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

23-24 დეკემბერს თბილისში მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება – Spotlight-ი გაიმართება, რომელიც marketer.ge-ს გუნდის მიერ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

უკვე მეათე წელია Spotlight-ი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, დაესწრონ შთამაგონებელ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღონ ახალი ცოდნა, გაიზიარონ გამოცდილება და შეიძინონ ახალი კავშირები.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წელს ღონისძიების მთავარი თემა „მემკვიდრეობაა“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ დავით გოგიჩაიშვილის, ალექს ჩიქოვანის, გიორგი პოპიაშვილის, ეკა ყიფიანის, ნინო ეგაძის და სხვა სპიკერების გამოსვლები ამ თემასთან დაკავშირებით. სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

გვიხარიარომ უკვე მრავალი წელია სფოთლაითის მხარდამჭერები ვართამ დროის განმავლობაშისფოთლაითმა ძალიან პატარა კომუნის შეკრებიდან ყველაზე მასშტაბურ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებამდე გზა გაიარა და ქართული მარკეტინგის ინდუსტრიისთვის არაერთი მაგარი პროფესიონალი აღმოუჩენიარომელიც სწორად სფოთლაითით გავიცანითისეთი პლატფორმების აღმოჩენასადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთსთუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვისსაქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ორგანულიაათი წელი გარდამტეხი თარიღია – ეს იმის ინდიკატორიარომ ინიციატივამ არა მხოლოდ შექმნა მდიდარი მემკვიდრეობაარამედ მომავალშიც გააგრძელებს ზრდასმასშტაბირებას და ინდუსტრიის ექსპერტებისთვის საინტერესო სივრცის შექმნის ხელშეწყობას,“ – განაცხადა ლევან გომშიაშვილმასაქართველოს ბანკის მარკეტინგისციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.

თუ თავიდან ღონისძიება მხოლოდ მარკეტინგზე იყო ორიენტირებული, დროთა განმავლობაში ბიზნესის, სტარტაპის, ტექნოლოგიებისა თუ ინოვაციების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკებისა და აღმოჩენების გაზიარების სივრცედ იქცა. Spotlight-ი ქმნის სცენას არა მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალებისთვის, არამედ ახალბედა მარკეტერებისა და სტარტაპერებისთვის, რათა არა მხოლოდ აიმაღლონ მოტივაცია, არამედ ისინიც იქცნენ შთაგონებად სხვა ადამიანებისთვის.

ათი წლის განმავლობაში Spotlight-მა 300-ზე მეტ სპიკერს და ათასობით სტუმარს უმასპინძლა.

Back to top button