კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია შენდება

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამბულატორია, ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს ,,სოფლის ექიმი’’-ს სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შენდება.

მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი.მ. ვახტანგ ბუაძე – ონიანი ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 160 999 ლარია.

ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის, მათ შორის 4 გამყოფი ხაზის პირა სოფელია ერთი კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე.

ამბულატორიის მშენებლობის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაა.

Back to top button